რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანმა 90 კგ. წონით კატეგორიაში მესამე შეხვედრაც მოიგო.
ლიპარტელიანის მეტოქე მონღოლი ოგტონბაატარ ლხაგვასურენი იყო. შეხვედრა დაძაბულ გამოდგა და ქართველმა ძიუდოისტმა მოწინააღმდეგის დამარცხება ორი გაფრთხილებით ერთის წინააღმდეგ შეძლო.
ნახევარფინალში ლიპარტელიანის მეტოქე სამხრეთ კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი, დონჰან გვაკი იქნება.