ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე, რიოს ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა.
ქართველის მეტოქე სამხრეთ კორეელი კიმ ჯუნგვანი იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ კორეელის გამარჯვებით 15:14 დასრულდა.
ოლიმპიადის დებიუტანტმა ქართველმა პირველ წრეში ბრაზილიელი რენზო აგრესტა იოლად - 15:3 დაამარცხა, თუმცა სამწუხაროდ წარმატებული ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.