ქართული გამოცემა worldsport.ge-ს სპეციალურმა კორესპონდენტმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანთან გასაუბრება მოახერხა. ფინალში დამარცხების შემდეგ ქართველი ძიუდოისტი ძალიან გულდაწყვეტილი იყო.
"ძალიან მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონობა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ყველაფერი ჩავდე. ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ვხედავდი რა დღეში იყო ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ და კიდევ უფრო მეტად მინდოდა ჩემი გამარჯვებით მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. მინდა ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატება ვუსურვო," - განაცხადა ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 90 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანი იაპონელ მეტოქესთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
წყარო: worldsport.ge