დღეს რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის დებიუტი შედგება. 11 აგვისტოს საქართველოს სახელით მხოლოდ ღვინიაშვილი იასპარეზებს.
ქართველი ძიუდოისტი პირველ წრეში ისვენებს ხოლო მეორე წრეში ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს შეხვდება.
ძიუდოს კვალიფიკაცია და 1/4-ფინალები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და 20:00 დასრულდება. ღვიანიაშვილი ტატამზე დაახლოებით 17:15 საათზე გამოვა.