რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა.
ღვინიაშვილმა ბენჯამენ ფლეტჩერთან ჯერ ვაზარი მოიპოვა, ხოლო შემდეგ მეტოქე შებოჭა და გამარჯვებაც მოიპოვა.
მერვედფინალში ღვინიაშვილის მეტოქე ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი იქნება.