რიოს ოლიმპიადაზე 100 კგ. წონით კატეგორიის მეოთხედფინალში ბექა ღვინიაშვილი რეიტინგის ლიდერთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
ფრანგმა კირილ მარეტმა დაძაბულ შეხვედრაში ვაზარის მოპოვება მოახერხა. ღვინიაშვილი ამ წაგების შემდეგ რეპეშაჟში გადავიდა, სადაც მისი მეტოქე იაპონელ რაინოსუკე ჰაგა იქნება - გამარჯვების შემთხვევაში20 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალამდე ღვინიაშვილმა 2 ბრძოლის დამაჯერებლად მოგება მოახერხა.