რიოს ოლიმპიადაზე ძიუდოში 100 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი რეპეშაჟშის შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები უმედლოდ დაასრულა.
იაპონელ რაინოსუკე ჰაგასთან შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ღვინიაშვილი მიღებული 1 გაფრთხილების შედეგად დამარცხდა.
20 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი იყო. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ღვინიაშვილმა წონითი კატეგორია შეიცვალა და 90-დან 100 კილოგრამიან კატეგორიაში გადავიდა. აქედან გამომდინარე ახალგაზრდა სპორტსმენისთვის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დიდი წარმატებაა.
შეგახსენებთ, რომ ბექამ მიმდინარე თამაშებზე 2 შეხვედრის დამაჯერებლად მოგება მაინც მოახერხა.
ვიდეო: პირველი არხი