თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება.
მერიის თასზე ეროვნულმა გუნდმა 2 შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელებმა ჰოლანდია 11 ქულის სხვაობით დაამარცხეს, შემდეგ კი დაძაბულ ბრძოლაში უკრაინის ნაკრებს მოუგეს. ანალოგიურად ორივე მატჩი მოიგო რუსეთმაც.
თბილისის მერიის თასის გადამწყვეტ შეხვედრას სპორტის სასახლე უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.