თბილისის მერიის თასის გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს კალათბურათელთა ნაკრები რუსეთთან 97:100 დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 86:86 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა.
თბილისის მერიის თასი რუსეთმა მოიპოვა, საქართველოს ნაკრები კი 31 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებს.