16 ნოემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ბოლქვაძის დოპინგ სკანდალი გრძელდება - მოცურავე დამატებითი შემოწმებისთვის მზად არის

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. სპორტსმენმა იმ დოპინგ-სკანდალზე ისაუბრა, რომლის მონაწილეც გახდა, თუმცა განმეორებითმა სინჯმა ბოლქვაძის ბრალეულობა არ დაადასტურა.

ბოლქვაძის თქმით, ის საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და დამატებით ნებისმიერი სახის გამოკვლევის ჩატარებაზე თანახმაა. მოცურავეს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, დავით რურუა.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტის, პალიკო კასრაძის განცხადებით კი მიმდინარეობს დამატებითი კვლევა და უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბოლქვაძეს რიოს ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ბოლქვაძე შეჯიბრიდან მოკვეთეს. 

დღის ამბები