16 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
პირველი ოქროს მოლოდინი - დღეს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე იასპარეზებს

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს და ეცდებიან ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანონ.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლებისთვის შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (130) იბრძოლებენ. საკვალიფიკაციო ეტაპი 17:00 საათზე დაიწყება.

ძალოსნობაში კი ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე გამოვლენ - ორივე ძალოსანი 105 კგ. წონიტ კატეგორიაში იასპარეზებს. A ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. 

დღის ამბები