ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ კანოეთ 200 მეტრიანი დისტანცია 39.817 წამი დაფარა და სადებიუტო ოლიმპიადაზე მედლის მოსაპოვებლად ცოტა დააკლდა.
ფინალში 8 სპორტსმენი მონაწილეობდა. ოქროს მედალი უკრაინელმა იური ჩებანმა (39.279) მოიპოვა, ვერცხლი აზერბაიჯანელ ვალენტინ დემიანენკომ (39.493), ბრინჯაო კი ბრაზილიელმა ისაქუიას ქუეიროს დოს სანტოსმა (39.628).
ფინალში გასვლამდე 22 წლის ნადირაძემ ნახევარფინალის მესამე ჯგუფში საუკეთესო შედეგი აჩვენა და პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნიჩბოსანმა სადებიუტო ოლიმპიადა ჩაატარა და ნაჩვენები შედეგიც წარმატებად უნდა ჩაითალოს.