დღეს რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ღირსებას სპორტის 2 სახეობაში 3 ქართველი სპორტსმენი დაიცავს.
მხატვრულ ტანვარჯიშში მრავალჭიდში სალომე ფაჟავა იასპარეზებს, რომელიც რაჭული მელოდიის ფონზე გამოვა. I ჯგუფის კვალიფიკაცია 17:20 საათზე დაიწყება.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან დღეს ხალიჩაზე 2 სპორტსმენი გამოვა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) და იაკობ მაქარაშვილი (74 კგ). კვალიფიკაცია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.