საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, 21 წლის გიორგი აბურჯანია, კარიერას ესპანურ სევილიაში გააგრძელებს.
აღნიშნული ტრანსფერი სევილიამ ოფიციალურად დღეს დაადასტურა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველ სეზონს ნახევარმცველი სევილია ბ-ში გაატარებს, რის შემდეგაც მთავარ გუნდში გადავა.
სევილიაში გადასვლამდე აბურჯანია ტარაგონას ხიმნასტიკის ღირსებას იცავდა. გუნდის რიგებში ქართველმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.