ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 57 კგ. წონით კატეგორიაში 25 წლის მოჭიდავემ ფინალური შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ხინჩეგაშვილის მეტოქე იაპონელი რეი ჰიგუჩი იყო, რომელიც ქართველმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა. ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, თუმცა ბოლო ქულა ხინჩეგაშვილმა აიღო, რაც ფრის შემთხვევაშიც მოგებას ნიშნავდა. დროის ამოწურვის შემდეგ კი იაპონურმა მხარემ ხეჩიკაშვილის პასიურობის გაპროტესტება სცადა და მსაჯების გადაწყვეტილებით, დამატებით 1 ქულა ხინჩეგაშვილს მიენიჭა.
ფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ 3 შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ყაზახი ნურისლამ სანაევი დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს მოუგო, ხავერაფინალში კი ბულგარელ ვლადიმერ დუბოვს სძლია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.
ვიდეო: პირველი არხი