16 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
საქართველოს ჰიმნი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ჰიმნი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე უკვე მეორედ აჟღერდა. ლაშა ტალახაძის შემდეგ თავისუფალი სტილით მოჭიდავემ შეძლო უმაღლესი სპორტული ჯილდოს მიღება.

ხინჩეგაშვილმა 57 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

ვიდეო: პირველი არხი

დღის ამბები