ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავამ რიო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა რაჭული მელოდიის ფონზე დაასრულა.
ახალგაზრდა ქართველმა ტანმოვარჯიშემ გურზებით მე-4 ვარჯიშის შემდეგ, მრავალჭიდის ჯამში 69.115 ქულა მოაგროვა და სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა ვერ მოახერხა.
ფინალში გასასვლელად მას 26 მონაწილიდან 10 საუკეთესოს შორის მოხვედრა სჭირდებოდა, ფაჟავამ კი სადებიუტო ოლიმპიადაზე მე-14 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ ტანმოვარჯიშეს ტერფების ტრავმა ჰქონდა და ბრაზილიის ნესტიანი კლიმატის გამო მდგომარეობა გაურთულდა. ფაჟავამ ბოლო გამოსვლა ძლიერი ტკივილის ფონზე შეასრულა.
ვიდეო: პირველი არხი