16 ნოემბერი 2024,   09:54
ვრცლად
გენო პეტრიაშვილმა პირველი შეხვედრა იოლად მოიგო

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ტავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პირველი შეხვედრა იოლად მოიგო და მერვედფინალში გავიდა.

პეტრიაშვილის მეტოქე  ბულგარელი დიმიტარ კუმჩევი იყო, რომელიც ქართველმა 10:0 დაამარცხა. მერვედფინალში ქართველი მოჭიდავე უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასაევს დაუპირისპირდება.

კიდევ ერთმა ქართველი მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი კი მერვედფინალში პოლონელ მათეუშ ბარანოვსკისთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი მოჭიდავე ფინალში გავა, ამინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს. 

 

ვიდეო: პირველი არხი

დღის ამბები