რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) მერვედფინალური შეხვედრაც მოიგო და მეოთხედფინალში იასპარეზებს.
პეტრიაშვილის მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე ალენ ზასეევი, რომელიც ქართველმა მოჭიდავემ 11:6 დაამარცხა. მიუხედავად დიდი ანგარიშისა, შეხვედრა ძალაინ დაძაბული გამოდგა და დროის ამოწურვამდე ბრძოლა მიმდინარეობდა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილის მეტოქე ირანელი კომელ გასემი იქნება.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილი ასპარეზობაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში ბულგარელი მეტოქე 10:0 დაამარცხა.
ვიდეო: პირველი არხი