რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი, მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მისმა მეტოქემ ირანელმა კომელ გასემიმ ფინალში გასვლა შეძლო და აქედან გამომდინარე ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადავიდა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
რეპეშაჟში პეტრიაშვილს 1 შეხვედრის ჩატარება მოუწევს და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.
125 კგ. წონითი კატეგორიის რეპეშაჟის შეხვედრები 23:00 საათიდან დაიწყება.