კიდევ ერთი მედალი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
22 წლის პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი ტერველ დლაგნე 31 წამში დაამარცხა და 2016 წლის ოლიმპიადის პრიზიორიც გახდა.
პეტრიაშვილმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო. 2 შეხვედრის მოგების შემდეგ ის მეოთხედფინალში ირანელ კომელ გასემთან დამარცხდა და რეპეშაჟშის ეტაპზე გადაერთო, სადაც კანადელი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ხვალ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან კიდევ 2 სპორტსმენი გამოვა ხალიჩაზე. საქართველოს ღირსებას ზურაბ იაკობიშვილი (65 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97) დაიცავენ.
ვიდეო: პირველი არხი