რიო 2016-ზე ბრაზილიის საფეხბურთო ოლიმპიურმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ტურნირის მასპინძლებმა გერმანია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს.
ანგარიში შეხვედრის 27-ე წუთზე ნეიმარმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში გერმანელებმა მაქს მაიერის გოლის წყალობით გაათანაბრეს და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმერიანების სერია დაინიშნა.
პენალტები უფრო ზუსტად ბრაზილელმა ფეხბურთელებმა შეასრულეს და მეტოქე 5:4 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ნაკრებში 23-წლამდე ფეხბურთელები თამაშობენ და გუნდებს უფრო ასაკოვანი 3 ფეხბურთელის დამატება შეუძლიათ.