საფრანგეთის ჩემპიონატში კურიოზული სიტუაცია დაფიქსირდა. ნანტი-პსჟ-ს შეხვედრაში პარიზული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარკო ვერატიმ თავისი გუნდის მეკარეს პასი თავით დაუბრუნა, მსაჯმა კი იტალიელ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ვერატიმ პასის გაკეთება უცნაური გზით მოახერა და იქ ერთი შეხედვით წესების დარღვევა არ ყოფილა, თუმცა მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრის მთავარი არბიტრი მართალი იყო. კერძოდ, არსებობს FIFA-ს წესდების მე-12 პუნქტი, სადაც წერია - მეკარისთვის განზრახ გადაცემული ბურთი თავით, მკერდით, მუხლით ან სხვა სხეულის ნაწილით (ტერფის გარდა) ითვლება როგორც არასპორტული საქციელი და ისჯება ჯარიმით. აღნიშნული ქმედება წესების დარღვევად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი თუ მეკარე ბურთს არ აიღებს ხელში.
შეხვედრა პსჟ-ს გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
წყარო: Eurosport