15 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
მილანის ფეხბურთელმა პენალტი ბურთთან ორივე ფეხის შეხებით გაიტანა

იტალიის სერია A-ს 26 ტურში სასუელომ მილანს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე კარლოს ბაკამ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, თუმცა როგორც აღმოჩნდა კოლუმბიელმა დარტყმა წესების დარღვევით შეასრულა.

ბაკამ დარტყმის მომენტში წაიბორძიკა და ბურთს ორივე ფეხით შეეხო, მისი დარტმა მაინც ზუსტი აღმოჩნდა. აღნიშნულ ეპიზოდი გააპროტესტეს სასუელოს ფეხბურთელებმა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

იტალიის ჩემპიონატს 66 ქულით ტურინის იუვენტუსი ლიდერობს, მილანი კი 47 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები