01 მაისი 2024,   09:42
ვრცლად
კოკა ყანდიაშვილი "კურიერის" ჟურნალისტის: თქვენ ხართ ტროლების ტელევიზია და ამიტომ იყავით ვინც ხართ, თქვენ ხართ ნამდვილი ტროლი

ქართული ოცნების PR სამსახურის ხელმძღვანელი ე.წ. ტროლების ქარხანასთან კავშირზე არ საუბრობს.  კოკა ყანდიაშვილი "კურიერის" კითხვებს არ პასუხობს. ყანდიაშვილი ამბობს, რომ მას "ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ ჰქონია და არ აქვს. რატომ ჰქონდა რუსთაველის 12-ში ნაქირავები ოფისი და რას საქმიანობდა, მას პასუხი არც ამ კითხვაზე აქვს.

„არ მინდა რომ გიპასუხოთ. თქვენ ხართ ტროლების ტელევიზია და ამიტომ იყავით ვინც ხართ. თქვენ ხართ ნამდვილი ტროლი. მე არასდროს მიხელმძღვანელია „ქართული ოცნების“ პიარისთვის. მე ვიცნობ ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და მთელს ენმ-ს  და თქვენ ყველა იტყუებით. თქვენ კითხვებზე მე პასუხი არ მაქვს,“-განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა

დღის ამბები