09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
უკრაინა გაეროსგან მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნას ითხოვს

უკრაინა გაეროსგან მშვიდობისმყოფელების მისიის გაგზავნას ითხოვს.

ამ წინადადებით უშოშროების საბჭოს პეტრო პოროშენკომ მიმართა.

პარალელურად, "საომარი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც განსახილველად რადაში უახლოეს დღეებში შევა.

"მინსკი2-ის" შეთანხმების მიუხედავად, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია.

ბოლო მონაცემებით, გუშინ დებალცევოდან უკრაინული არმიის გამოყვანის დროს სეპარატისტების მხრიდან გახსნილ ცეცლხს 6 სამხედრო ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა.

ამჟამად ქალაქს სეპარატისტები აკონტროლებენ.

მიმდებარე დასახლებებში კი ელექტროენერგია გაითიშა და წყალი შეწყდა. უკრაინული არმია ავრცელებს უპილოტო საფრენი აპარატიდან გადაღებულ კადრებს, სადაც ბრძოლისგან განადგურებული დებალცევოს შემოგარენი ჩანს.

 

დღის ამბები