09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
კვლავაც უცნობია, უმრავლესობის დეპუტატებიდან ვინ გაემგზავრება კიევში

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, უმრავლესობიდან რომელი დეპუტატები გაემგზავრებიან კიევში მაიდნის ერთი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებლად.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები დღეს გაიმართება.

უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური მიწვევა პრეზიდენტმა უკვე მიიღო. თუმცა, გაემგზავრება თუ არა ის კიევში, ამ ეტაპზე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, საბოლოო გადაწყევტილება ჯერ არ არის მიღებული.

კიევში მაიდნის ერთი წლის იუბილე 20 თებერვალს აღინიშნება.

დღის ამბები