09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას," - ზურაბ აბაშიძე

"ბრიუსელში, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას," - ეს განცხადება პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

აბაშიძე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს სრული უფლება აქვს ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის ნატოსთანაც.

აბაშიძის განცხადებით, ნატოსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები