09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
კიევში მაიდნის წლისთავისთვის მზადება მიმდინარეობს

კიევი მაიდნის წლისთავისთვის ემზადება. ერთი წლის წინ 20 თებერვალი ევრომაიდნის აქციის ყველაზე სისხლიანი დღე იყო.

ამ მოვლენის აღნიშვნა კიევში დღეს საღამოდან დაიწყება.

6 საათზე ხრეშატნიკზე ჰაერში 100 მანათობელ ბურთს გაუშვებენ. მთავარი ღონისძიებები კი ხვალ დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართება.

სიტყვით გამოვა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ერთი წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას.

დოკუმენტური ფოტოების გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება კიევში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

შარშან უკრაინის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციის დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

დღის ამბები