09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
დავით საყვარელიძეს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის წერილი არ უნახავს

"ჩემამდე არ მოსულა ეს წერილი," - ეს განცხადება უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის რანგში დავით საყვარელიძის პირველი კომენტარია სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის წერილთან დაკავშირებით.

საყვარელიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის წერილი არ უნახავს.

ყოფილი დეპუტატი, ინტერესთა კონფლიქტის გამო, საკითხის შესწავლაში, სავარაუდოდ, არ ჩაერთვება.

დავით საყვარელიძემ უკრაინის გენერალურ პროკურორზეც გააკეთა განცხადება. 

„უკრაინის გენპროკურორი ენდობა ქართველებსა და ქართულ ჯგუფს. ამ ადამიანმა გვერდით დაგვიყენა იმის გამო, რომ მივეხმაროთ, ეს სისტემა იყოს ისეთივე თანამედროვე და გამართული, როგორც საქართელოში შევძელით და კიდევ იმაზე უკეთესი,” - განაცხდადა დავით საყვარელიძემ.  

დღის ამბები