09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
დღეს "ნორმანდიული ოთხეულის" სატელეფონო საუბარი გაიმართება

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგება.

ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება. 

მისი ინფორმაციით, ოთხი ქვეყნის პირველი პირები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხზე ისაუბრებენ.

"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. 

"მინსკი2-ის" შეთანხმებიდან დღეს ერთი კვირა შესრულდა. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, პრორუსი სეპარატისტები ცეცხლს არ წყვეტენ. ამასთან, ნატოს მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე რუსული შეიარაღება გაიზარდა. თუმცა ოფიციალურ მონიტორებს ამ ტერიტორიაზე პრორუსი სეპარატისტები ისევ არ უშვებენ.       

 

ამავე თემაზე
დღის ამბები