09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
დებალცევოში შეტაკებები ისევ მსხვერპლით დასრულდა

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დებალცევოს დატოვების პროცესში 13 ჯარისკაცი დაკარგეს, 150-ზე მეტი კი დაიჭრა.

თავდაცვის სამინიტროს ბოლო მონაცემებით, უკან დახევის დროს სეპარატისტების ტყვეობაში 90 სამხედრო ჩავარდა, 82-ის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

უკრაინელი სამხედროების თქმით, როდესაც სეპარატისტების საგუშაგოს ჩაუარეს, მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლი გახსნა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს ერთი ტანკის განადგურება.

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს სამშვიდობო მისიის გაგზავნის მოთხოვნით მიმართავს.
ეს საკითხი პეტრე პოროშენკომ დღეს ნორმანდიულ ოთხეულთან სატელეფონო საუბრის დროსაც წამოწია.

ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისია არა მარტო დონბასში, გამყოფ ხაზთან უნდა განლაგდეს, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვართანაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები