21 დეკემბერი 2024,   18:50
ვრცლად
გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამაუკა მდინარაძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

გედევან ფოფხაძემ ეს გადაწყვეტილებ პარლამენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის შემდეგ მიიღო. 

"გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი, შეცდომა და არასწორი. გადაწყვეტილება იქნა შემდეგნაირად მიღებული, მეორე კანდიდატს, რომელიც სახალხო დამცველმა წარმოდგინა, ჰქონდა საერთო მხარდაჭერა, გუნდში ამაზე შეთანხმებას მივაღწიეთ, ხოლო გუნდის ნაწილის მიერ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ ოპოზიციას მისცემოდა თავისი კვოტის რეალიზების საშუალება. მე პირადად მხარი მისთვის არ დამიჭერია, მაგრამ უმრავლესობის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს საშუალება არ წაერთმიათ უმცირესობისთვის და მხოლოდ ამ არგუმენტის გამო უმრავლესობის დატოვება შეცდომად მიმაჩნია. მან მე პირადად ჩამაყენა სიტყვიერად საქმის კურსში და ამის შემდეგ გააკეთა განცხადება მედიასთან,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

ფოფხაძე აცხადებდა, რომ თუ დადასტურდებოდა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა.

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვა აირჩია 

ამავე თემაზე
დღის ამბები