თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ვატო შაქარიშვილი, მისი ოჯახის არადეკლარირებული შემოსავლების გამო, ყურადღების ცენტრში მოექცა.
ოპოზიციამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ ქართული ოცნების წევრის ოჯახის კომპანიას, თბილისის მერიამ მომსახურებისთვის 200 ათასი ლარზე მეტი გადაურიცხა.
დეპუტატ შაქარაშვილის მეუღლე - ნია ქირია, კომპანია რეკ-დ-ის 50%-ს ფლობს. თბილისის მერიამ ამ კომპანიას საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება, ტენდერის გარეშე, ორჯერ დაუკვეთა და პირდაპირ ჯერ 84 ათასი, შემდეგ კი 150 ათასი ლარი გადაურიცხა.
აფინანსებს თუ არა თბილისის მერია დეპუტატ შაქარიშვილის ცოლის კომპანიას, კურიერის ამ კითხვამ ქართული ოცნების წევრი დააბნია. ვატო შაქარიშვილმა თავდაპირველად ვერ გაიხსენა, თუ რას საქმიანობდა მისი მეუღლე.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ დეპუტატი ვატო შაქარიშვილი მალავს ინფორმაციას მისი ოჯახური ბიზნესისა და თბილისის მერიიდან მიღებული შემოვლების შესახებ.
საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ შაქარაშვილმა კანონი დაარღვია.
პირველი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ შაქარიშვილმა მეორე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ კომპანია ნამდვილად მის ცოლს ეკუთვნის.
ქონებრივ დეკლარაციაში ოჯახური ბიზნესის და შემოსავლების დამალვის გამო, ვატო შაქარიშვილი შესაძლოა, საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ დააჯარიმოს.
ქართული ოცნების დეპუტატის წინააღდეგ საჩივარს ოპოზიცია შეიტანს. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევა კანონდარღვევას დაადგენს, საკრებულოს წევრს 5000 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.