09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
პეტრე პოროშენკოს საერთაშორისო მისია აღმოსავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების დაცვის ერთადერთ გარანტად მიაჩნია

უკრაინის პრეზიდენტმა სამშვიდობო მისიის გაგზავნის აუცილებლობაზე მორიგი განცხადება გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანს ჰანთან შეხვედრის დროს გააკეთა, თუმცა ბრიუსელში ამ საკითხთან დაკავშირებით ყოყმანობენ.

პეტრე პოროშენკოს საერთაშორისო მისია აღმოსავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების დაცვის ერთადერთ გარანტად მიაჩნია, თუმცა მასში რუსეთის ჩართვას გამორიცხავს.

დღეს გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. მათი განცხადებებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთლიანობაში სრულდება, თუმცა უკრაინის აღმოსავლეთში ლოკალური შეტაკებები მაინც მიმდინარეობს.

აღმოსავლეთ რეგიონებში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დღეს პეტრე პროოშენკომ ნორმანდიულ ოთხეულთან სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებებიან ოფიციალური მოსკოვი და სეპარატისტული რეჟიმები. 

საერთაშორისო მისიის განლაგება დონბასში პეტრე პოროშენკომ მას შემდეგ მოითხვოვა, რაც სამთავრობო ძალევბმა დებალცევო დატოვეს და ქალაქი პრორუსმა სეპრატისტებმა დაიკავეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები