17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები გამოძიების შედეგებს ელოდებიან

ტყიბულში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახის წევრები გამოძიების პასუხს ელოდებიან. გარდაცვლილების ახლობლებს უჭირთ საუბარი, გახდა თუ არა მინდელის შახტში ტრაგედიის მიზეზი შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა.

საბოლოო პასუხი, დაღუპულების ოჯახის წევრებს, იმ ექსპერტებმა უნდა გასცენ, რომლებიც ამ წუთებში, ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან და მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.

გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამა, გურამ გამეზარდაშვილი აღნიშნავს, რომ თავადაც 2010 წელს შახტში მუშაობისას დაშავდა.

მინდელის შახტში ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა, რა დროსაც 6 მუშა გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები