17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
მინდელის შახტში ტრაგედიის ადგილს ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ

მინდელის შახტში ტრაგედიის ადგილს ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელი, ირაკლი იობიძე აცხადებს, რომ ტრაგედია სეისმურ ბიძგებს არ გამოუწვევია, ხოლო სამთო დარტყმასთან დაკავშირებით დღეს მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც შახტში კიდევ ერთხელ ჩავლენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად.

„სეისმური ბიძგების დარტყმა, დაადასტურა სეისმურმა სამსახურებმა, რომ სეისმური ბიძგები არ განხორციელებულა. რაც შეეხება სამთო დარტყმას, გუშინ ადგილზე მისვლა ვერ  მოვახერხეთ, დღეს ხდება განმეორებით ჩასვლა კონკრეტულ ადგილზე და ველის და გვირაბის დათვალიერების შემდეგ იქნება უკვე შესაძლებელი იმის თქმა, გვქონდა თუ არა სამთო დარტყმასთან საქმე,“ - განაცხადა იობიძემ.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ადმინისტრაციიდან დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილის მიწოდებას ელოდებიან.

სპეციალური ჯგუფის მუშაობაში, რომლის შემადგენლობაში ჯანდაცვის, ეკონომიკის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები შედიან, დღეიდან პროფკავშირების ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები