17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - „საქნახშირი“ მეშახტეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

„საქნახშირი“ ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის. „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გია ქარქაშაძის თქმით, ოჯახები სამი სახის კომპენსაციას მიიღებენ. 

„სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია,“ - განაცხადა გია ქარქაშაძემ.

გია ქარქაშაძე აცხადებს, რომ ტრაგედია ჰაერის ტალღამ გამოიწვია. მისი თქმით, მომხდარი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას არ გამოუწვევია.

„ჩვენი აზრით, იქ არაფერი კვალი არ არის იმის, რომ სხვა რაიმე იყოს, იმიტომ, რომ გარდაცვლილებს დამწვრობა არ აღენიშნებათ, არ არის ისეთი, რომ ზევიდან რამე დაცემოდა. ეს არის ჰაერის ტალღით მიყენებული ზარალი,“ - განაცხადა ქარქაშაძემ.

მინდელის შახტში ტრაგედია გუშინ გამთენიისას მოხდა, 6 მეშახტე გარდაიცვალა, ხოლო 3 დაშავდა.

დღის ამბები