ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები მინდელის შახტში დაღუპული 6 მეშახტის ოჯახს თანადგომას უცხადებენ, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით ქმედითი ღონისძიებები გაატარონ.