21 დეკემბერი 2024,   21:57
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში ლექციებს წაიკითხავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ენმ-ის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ნიდერლანდებში ლექციებს წაიკითხავს.

ამის შესახებ ის facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

„ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიას თანამშრომლობის შესახებ შევუთანხმდი. ვიდრე ევროპაში ვარ, საარსებო სახსრებს ლექციებით გამოვიმუშავებ. აკადემიაში ძალიან კარგი კოლექტივია, გამაოცეს ჩვენი რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნითა და სწორი ფასეულობებით.

"იმედი მაქვს, რომ დიდი ხანი ლექციების კითხვა არ მომიწევს, ხოლო გამოცდილებას არა ლექციებისთვის, არამედ ოლიგარქების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის და რეალური რეფორმებისთვის გამოვიყენებ,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები