დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სპეციალური ნოტა გაუგზავნა. რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ბორის ჯონსონს შეხვედრას სთხოვს.
ალექსანდრე იაკოვენკოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ორი ქვეყნის ურთიერთობასა და სოლსბერის ქიმიური თავდასხმის გამოძიებაზე სურს საუბარი.
საგარეო უწყებას საელჩოსთვის პასუხი ჯერ არ გაუგზავნია, თუმცა, დიპლომატიურ მისიაში კონსტრუქციულ რეაგირებას და შეხვედრის უახლოეს მომავალში ორგანიზებას ელიან.
ერთთვიანი კომის შემდეგ, სერგეი სკრიპალი გონზე გუშინ მოვიდა. ბრიტანული მედიის ცნობით, ყოფილ აგენტს უკვე ლაპარაკიც შეუძლია.