09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
ერთი წელი მაიდნის ტრაგედიიდან

დღეს მაიდნის ტრაგედიიდან ერთი წელი სრულდება. 

კიევში ადგილობრივი დროით საღამოს 19:00 საათისთვის ევრომაიდანზე შეკრებილებს პრეზიდენტი პოროშენკო მიმართავს და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს დაღუპული დემონსტრანტების ხსოვნას. მანამდე კი 18:00 საათზე კიევის ყველა მოქმედ ტაძარში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელად წირვა-ლოცვა ჩატარდება.

სწორედ მათ ხსოვნას ეძვნება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მაიდნის წლისთავთან დაკავშირებით დაიგეგმება. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე ღონისძიებების კულმინაცია საღამოს ინსტალაცია იქნება, როდესაც გარდაცვლილების სახელზე მაიდანზე სანთლები დაინთება.

მაიდნის ტრაგედიას 100 დემოსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

უკვე რამდენიმე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება ევრომაოდანზე, სადაც მოსახლეობა დაღუპულებს პატივს მიაგებს. მათ ერთი წლის წინდანდელი მოვლენები "კურიერთან" გაიხსენეს.

„უკრაინელი ხალხი საკუთარმა პრეზიდენტმა გაყიდა. ჩვენ არ ვაღიარებდით იანუკოვიჩს პრეზიდენტად. ის, რომ რუსეთი ნაძირალა სახელმწიფოა, ვიცოდით, მთელი ცხოვრება მათაგან თავის დაცვას ვცდილობდით. მადლობა საქართველოს თანდგომისთვის და ყველა ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც უკრაინის გვერდით დგას," - განაცხადა მაიდნის მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილემ იგორ ჩერნიცკმა.

 

დღის ამბები