09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
მორიგი სატელეფონო საუბარი ნორმანდიის ოთხეულს შორის - უკრაინაში კვლავ მძიმე ვითარებაა

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა ნორმანდიის ოთხეულს შორის. ქალაქ დებალცევოში სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფონზე მხარეებმა მინსკის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნატოს შეიარაღებული ძალების ევროპის გენერალი ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად არც განხორციელებულა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა სეპარატისტებს შეწყვიტონ იერიში.

ქალაქი დებალცევო უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს. ამის შესახებ ბოლო ბატალიონის გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტ პოროშენკოს სამხედრო მეთაურმა აცნობა. ქვეყნის აღმოსავლეთში კი გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.

პარალელურად, გერმანია მზად არის გადახედოს დონბასში საერთაშორისო მშვიდობისმყოფელების შეყვანის საკითხს, თუ ეს წინადადება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირსა და გაეროში შევა.

ამავე თემაზე
დღის ამბები