09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
აბაშიძე-კარასინის შეხვედრის თარიღი ცნობილია

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 26 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმება 16 თებერვალს სატელეფონო საუბრისას მოხდა.

ლუკაშევიჩმა განსახილველ საკითხებზე წინასწარი კომენტარისგან თავი შეიკავა.

"როგორც იცით, ამ რეგულარულ კონტაქტებს საკმაოდ ფართო დღის წესრიგი აქვს და მასზე განიხილება ყველა აქტუალური საკითხი. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ღიად განვიხილოთ სხვადასხვა თემა და მივიდეთ რაიმე შეთანხმებამდე, რაც ჩვენს დიალოგს წინ წაწევს," - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები