20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
"მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია" - მარგველაშვილმა აბუ დაბიში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტმა აბუ დაბიში ვიზიტის ფარგლებში ემირატების სტრატეგიული კვლევის ცენტრში საჯარო ლექცია წაიკითხა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლექციაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა აბუ დაბის სტრატეგიული კვლევების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მას ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკას საჩუქრად ინგლისურ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გადასცა.

„საქართველოს გამოწვევები არის ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება კანონის უზენაესობას, არამედ რეგიონში მიმდინარე ძალაუფლების თამაშებს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია მეზობელი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა მანდატის და ასევე, ისტორიის ლოგიკისა და ეკონომიკური ლოგიკის დარღვევით, რადგან საქართველოს ოკუპაციამ არაფერი მოუტანა რუსეთს. რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია და არ სჭირდება სხვა მიწების ოკუპაცია. ეს არის საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან პრობლემატური პრეცედენტი, რადგან თუ არ ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, არ დავიცავთ ერთმანეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს და პატივს არ ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფორმატებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უსაფრთხოების დაცვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ბირთვული იარაღი და საკმარისად ძლიერი ჯარი, რომ შეებრძოლონ ზესახელმწიფოებს, ჩვენ სამომავლოდ მივიღებთ იმაზე უფრო არასტაბილურ გარემოს, როგორიც წარმოგვიდგენია,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

დღის ამბები