21 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
"საქართველო, გამორჩეული ქვეყანა ტურისტებისთვის"- მოგზაურობის მსურველებს რეკომენდაციას ჟურნალი "ფორბსი" სთავაზობს

"რატომ არის საქართველო გამორჩეული ქვეყანა ტურისტებისთვის" - მოგზაურობის მსურველებს რეკომენდაციას ჟურნალი "ფორბსი" სთავაზობს, რომელშიც საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია დაიბეჭდა.

ავტორის შეფასებით, მსოფლიოში ბევრი სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მაგრამ საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებულია. ჟურნალისტი საქართველოს იტალიის მსგავს ქვეყანას უწოდებს, სადაც ყველა რეგიონს საკუთარი სამზარეულოს ხელწერა აქვს.

სტატიაში საუბარია ღვინის წარმოების ისტორიაზე და წერია, რომ მას მთელს მსოფლიოში დამსახურებული აღიარება აქვს.

კერძების და ღვინის გარდა ავტორი მოგზაურობის მსურველებს კულტურული ძეგლების გაცნობასაც სთავაზობს და წერს, რომ მთავარი სანახავი ადგილები ქვეყანაში უძველესი ეკლესიები და მონასტრებია.

დღის ამბები