21 დეკემბერი 2024,   18:44
ვრცლად
უმრავლესობის შიგნით გავმართავთ შეხვედრას, სადაც იქნება გარკვევა იმ საკითხების, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება - მამუკა მდინარაძე

„მე დავიცავ შეთანხმებას, რომელიც შედგა გუნდის შიგნით, რომ ზედმეტი კომენტარები ნამდვილად აღარ იქნება სასურველი ამასთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ პარტიის და უმრავლესობის შიგნით გავმართავთ შეხვედრას, სადაც იქნება გარკვევა იმ საკითხების, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მდინარაძე გუნდში არსებული დაპირისპირების აღმოსაფხვრელად პარლამენტის თავჯდომარის ინიციატივასაც ეხმაურება.

მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძე შეიმუშავებს შიდა წესებს, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შემდეგ გაეცნობიან. მდინარაძის თქმით, იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარე ღიად გააკრიტიკეს, ჯერჯერობით, სანქციებზე არ მიმდინარეობს საუბარი.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, მითუმეტეს, როდესაც პირველ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვსაუბრობთ შიდა წესებზე, შიდა პარტიულ გარკვეულ საკითხებზე, რომელიც გუნდის შიგნით უნდა გაირკვეს, ასევე, პარტიის ხელმძღვანელობის და პარტიის ყველა წევრის და ყველა დეპუტატის თანამონაწილეობით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ დოკუმენტის გარეშეც არის შესაძლებელი, გუნდი სწევრების დალაპარაკება პრობლემურ საკითხებზე.

„დოკუმენტის გარეშეც შეიძლება საერთოდ მოლაპარაკება იმ ყველაფერზე, რაც ხელს შეუწყობს შედეგებს და პროცესის გაუმჯობესებას საპარლამენტო საქმიანობის. ეს შეიძლება აისახოს დოკუმენტში, შეიძლება მოხდეს ჯენტლმენური შეთანხმება,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

 

დღის ამბები