21 დეკემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ფინანასთა მინისტრი მაღალპროცენტიან სესხებზე გაკეთებული განცხადების დეტალებს არ აკონკრეტებს და ახალ რეფორმას აანონსებს

ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკის განვითარების ინიციატივა ჟურნალისტებს გააცნო, თუმცა მამუკა ბახტაძემ გუშინდელი განცხადების დეტალების დაკონკრეტება აღარ ისურვა, როდესაც მან აღნიშნა, რომ მეწარმეობის და ბიზნესის შეფერხების მიზეზად მაღალპროცენტიანი სესხები დაასახელა.

ფინანსთა მინისტრმა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა დაანონსა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იგეგმება ახალი პროექტების შეთავაზება.

ბახტაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია სიღარიბის დაძლევა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს არცერთი კონკურენტუნარიანი პროექტი არ განხორციელდება იმიტომ, რომ ბანკებისგან შესაბამისი ფინანსური მექანიზმი არ არსებობს.

„დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ წვდომა სასტარტო კაპიტალზე არის გართულებული, აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები