ახალი სახეები, ახალი რუბრიკები და ახალი ფორმატი - „დილა მშვიდობისა საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერს უკვე შაბათ-კვირასაც დაიკავებს.
მაყურებელი უკვე უქმეებზეც შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას, საინტერესო ადამიანების გაცნობას, ფსიქოლოგის რჩევების მიღებას, გემოვნებიანი მუსიკის მოსმენას, გემრიელი კერძების მომზადებას და ვარჯიშს.
კამერები ხვალიდან ყოველ შაბათ კვირას დილის 08:00 საათზე უკვე ჩართული იქნება -განსხვავებული „დილა მშვიდობისა საქართველო“ „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 08:00 საათზე დაიწყება.