09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
20 თებერვალი - "ევრომაიდნის" პროტესტის ყველაზე სისხლიანი დღე

ბოლო შეტევაზე გადასვლა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა 20 თებერვალს გადაწყვიტა. ეს იყო "ევრომაიდნის" პროტესტის ყველაზე სისხლიანი დილა. 

თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს პრეზიდენტი იანუკოვიჩი "ბერკუტის", შინაგანი ჯარის და სნაიპერების ხელით გაუსწორდა .

სნაიპერები ევრომაიდნის მონაწილეებს ერთი გასროლით კლავდნენ. ყველა გარდაცვლილს ტყვია ყელის არეში ან სხეულის იმ ნაწილში აქვს მოხვედრილი, რომელსაც ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები ვერ ფარავდა.

საღამოს 20 საათზე კი ხელისუფლებამ ანტიტერორისტულ ოპერაცია გამოაცხადა და "მაიდნის" შტურმი დაიწყო. დაშავებულებმა პროფკავშირების სასახლეს შეაფარეს თავი. თუმცა, მათი ნაწილი ძლიერი ხანძრის შედეგად შენობაში ცოცხლად დაიწვა.

80-ზე მეტი დაღუპული და 800–მდე დაშავებული, ასეთი შედეგით დასრულდა 2014 წლის 20 თებერვალი კიევში. დღე, რომელიც უკრაინელებს უახლესი ისტორიის ყველაზე სისხლიანი და შავი ხუთშაბათის სახელით დაამახსოვრდათ. იმ ადამიანების რიცხვი კი, ვინც "ევრომაიდანზე" თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა თავი, 100-ს აჭარბებს. თითოეული მათგანის სახელი "ზეციური ასეულის" მემორიალზეა გამოსახული, რომელთანაც ხალხი დღეს ყვავილებით და სანთლებით მიდის.

დღის ამბები